1,დასაწყისი

ОНЛАЙН-სახელმძღვანელო - CSS

გაკვეთილი 1. დასაწყისი

CSS -ი გახლავთ  HTML- დოკუმენტის სტილების ენა. ის მუშაობს ფონთან, ფერთან, კიდეებთან და ველებთან, გვერდზე ელემენტის პოზიციონირებასთან და ბევრ სხვა თვისებასთან მიმართებაში,  რომელიც განსაზღვრავს მის სტილს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სტილური საიტი - ესაა საიტი, ოსტატურად შესრულებული CSS-ის დახმარებით.
თუკი განვიხილავთ განსხვავებას HTML-სა და CSS-სს შორის, მაშინ უნდა ითქვას რომ, პირველი ენა პასუხს აგებს საიტის სტრუქტურაზე, ასე ვთქვათ მის ჩონჩხზე, მეორე კი - ახარისხებს ამ სტრუქტურას,აძლევს გარკვეულ ფორმას, რომელიც მის შემქმნელს მოსწონს, მხატვრული ენით რომ ვთქვათ  - კუნთებს, კანს, თმას და ყველაფერ იმას რასაც დაამატებთ და რითაც გაალამაზებთ ამ ჩონჩხს და აქცევთ მას მშვენიერ ქალად ან მუსკულებიან ათლეტად.
გთავაზობთ CSS-ში მუშაობის რამდენიმე უპირატესობას:
  • შეიძლება გაკეთდეს გვერდის რამდენიმე დიზაინი სხვადასხვა მოწყობილობებში ნახვისთვის. მაგალითად ფართო ეკრანის დიზაინისთვის გვერდის ყველა ელემენტი განლაგებული იქნება გარკვეულ ადგილებზე, მაშნ როცა, ტელეფონის ვიწრო ეკრანზე ეს ელემენტები განლაგებული იქნება ერთმანეთის მიყოლებით.
  • საიტი გვერდის ჩატვირთვის ხანგრძლივობის შემცირება, ცალკეული css ფაილებში ჩატვირთვის წესების გადატანის მეშვეობით. ამ შემთხვევაში ბრაუზერი პირველ რიგში ჩატვირთავს მხოლოდ დოკუმენტის სტრუქტურას და გვერდზე არსებულ მონაცემებს, ხოლო აа მონაცემების წარმოდგენა იტვირთება ბრაუზერის მიერ მხოლოდ ერთხელ და ახდენს მის ქეშირებას ( შეაქვს მეხსიერებაში).
  • მიმდინარე დიზაინის ადვილი შეცვლა. არ საჭიროებს გვერდების ცალ-ცალკე მართვას, მხოლოდ CSS- ფაილის შეცვლა იქნება საჭირო.
  • გაფორმების დამატებითი შესაძლებლობები. მაგალითად CSS-წყობის დახმარებით შეიძლება ტექსტის ბლოკის გაკეთება, რომელიც ძირითადი ტექსტიდან იქნება გამოყოფილი (მაგალითად, მენიუსთვის) ან გაკეთდეს ისე რომ მენიუ ყოველთვის ჩანდეს გვერდზე, გვერდის თვალიერების დროს.
  • მრავალი დოკუმენტის ასახვის მართვა, ერთი სტილების ტაბულის დახმარებით;
  • უფრო ზუსტი კონტროლი საიტის გვერდის იერ-სახის მიმართ;
  • შესაძლებელია რთული და დეტალურად შემუშავებული დიზაინის ტექნიკა.

ამ შესავალი გაკვეთილის დასასრულს, ორი სიტყვა იმის შესახებ თუ როგორ შეიქმნა  CSS-ი.
ტერმინი "სტილების კასკადური ცხრილები" იყო შემოთავაზებული ხოკონ ვიუმ ლის მიერ 1994 წელს. ბერტომ ბოსომთან ერთად მან დაიწყო CSS-ის განვითარება. თუმცა 90- იანი წლების დასაწყისში სხვადასხვა ბრაუზერებს ჰქონდათ ვებ გვერდების ასახვის საკუთარი სტილი. HTML- ი ვითარდებოდა ძალიან სწრაფად გა აკმაყოფილებდა ყველა იმ დროისათვის არსებულ მოთხოვნებს, ინფორმაციის გასაფორმებლად, ამითომ CSS-მა ვერ შეძლო გამხდარიყო ფართოდ პოპულარული.

90-იანი წლების შუაში მსოფლიო ქსელის კონსორციუმმა (W3C) დაიწყო CSS-ის მიმართ ინტერესის გამოვლენა, და 1996 წლის დეკემბერში, იქნა გამოშვებული რეკომენდაცია CSS1, რის შემდეგაც სტილების კასკადურმა ცხრილებმა დაიწყო უფრო მეტად განვითარება და 21 საუკუნის დასაწყისში, ვებ დიზაინის სფეროში მოახდინა ნამდვილი რევოლუცია. ამ დროიდან ვებ დიზაინერებში მიუღებელიც კი გახდა CSS-ის არ ცოდნა და სწორედ ამის წყალობით გაჩნდა უამრავი გადაწყვეტილებები, მზა შაბლონები, რითიც დღეს ყველას შეუძლია სარგებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ და მათ საფუძველზე შესანიშნავი საიტების შექმნა.