CSS ღილაკების სერვისი

ამ სტატიის მიზანია შემოგთავაზოთ  ის ონლაინ სერვისები, რომლებიც პასუხს აგებენ რომ შექმნან ლამაზი CSS ღილაკები საიტებისთვის.
ღილაკების შექმნის უფასო სერვისებირა არის  CSS სტილების უპირატესობა? ის რომ, მათი გამოყენება ძალიან ადვილია. მასში ადვილად არის შესაძლებელი ცვლილებების შეტანა, რათა შეცვალოთ მთლიანად საიტის  და მისი ცალკეული ელემენტების გარეგნული სახე, შექმნათ ლამაზი მენიუ, ლამაზი  CSS ღილაკები და დინამიური ელემენტებიც კი.
იდენტიფიკატორების და კლასების გამოყენებით HTML კოდში, შესაძლებელია საიტის ნებისმიერი ელემენტის საოცრად შეცვლა. ეს იქნება: div ბლოკი, ტექსტი, ქუდი თუ სარდაფი. .
ყველაზე ხშირად საიტის ელემენტებს შორის ეს სტილი გამოიყენება მენიუს და ღილაკების შესაქმნელად. საკუთარი ფანტაზიის გამოყენებით და სტილების ძირითადი საფუძვლების შესწავლის შემდეგ, შეძლებთ შექმნათ ულამაზესი მენიუები ან  CSS  ღილაკები საიტის ხელმომწერთათვის. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ რომ ბლოგზე ეს არ არის მთავარი. მომხმარებელი საიტზე შემოდის სასარგებლო ინფორმაციის წასაღებად და მას ასეთი ინფორმაცია აუცილებლად უნდა დახვდეს, მის ინტერესებში არ შედის თქვენი ტალანტის შეფასება თუ როგორ ქმნით საიტის ამა თუ იმ ელემენტს. დიზაინერული ხრიკები ფაქიზად უნდა გამოიყენოთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, სად უნდა მიიქციოთ მკითხველის ყურადღება და დასვათ იქ შესაბამისი ლამაზი ელემენტი.

ვქმნით ლამაზ CSS ღილაკებს საიტებისათვის


Создаём красивые CSS кнопки для сайта
თავისი ბუნებით სერვისი Da Button Factory ძალიან მარტივია, აქ რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის, უბრალოდ შედიხართ და ქმნით საჭირო CSS ღილაკს ონლაინში. მიაქციეთ ყურადღება, რომ favicon სერვისი პრაქტიკულად იდენტური სერვისია სოციალური ქსელისა  Вконтакте,

დავიწყოთ ლამაზი CSS  ღილაკის შექმნა. ამის გაკეთება შესაძლებელია  საიტის dabuttonfactory.com. პირველივე გვერდზე. ცენტრში უკვე არის მზა ღილაკის მაგალითი, მარცხნივ და მარჯვნივ კი განთავსებულია ღილაკის ძირითადი პარამეტრების ცხრილი რომელთა შეცვლაც არის შესაძლებელი ჩვენი სურვილისამებრ.

მარცხენა სვეტი საშუალებას იძლევა მიეთითოს წარწერის ტექსტი, აირჩიოთ შრიფტის ზომა და სტილი, ასევე გაუკეთოთ ტექსტს ჩრდილი, თუ ამის სურვილი გაგიჩნდებათ. ასევე მოცემულია შრიფტების კოლექციაც რომლებიც ლათინურთან ერთად გახლავთ სხვა ენებისაც. ამის შემდეგ, შეგიძლიათ მიუთითოთ, თუ რა ფორმატში იქნება საიტის CSS ღილაკი, ღილაკის შექმნის შემდეგ კი შეგეძლებათ გადმოქაჩოთ მიღებული მზა  CSS კოდი, ან ღილაკის გრაფიკული ფაილი თქვენს კომპიუტერში.

მარჯვენა სვეტი შეიცავს ისეთ სტილის პარამეტრებს, როგორიც არის ჩრდილი, ფონი და კუთხეების სიმრგვალე. სურვილისამებრ, ღილაკების არჩევა მზა შეთავაზებული მაგალითებიდანაც შეგიძლიათ.

როგორ გავაკეთოთ ლამაზი CSS ღილაკი CSS3Button-თან ერთად


ვიზუალურად ძალიან სასიამოვნო რესურსია css3button.net იმისათვის რომ შექმნათ ლამაზი CSS ღილაკები საიტზე. მუშაობის დაწყება პირველივე გვერდზეა შესაძლებელი, მაღლა შესაძლებლობა გეძლევათ იხილოთ როგორი იქნება შედეგი, მარცხნივ არის ბლოკი, რომელშიც არის CSS კოდი. ღილაკის ქვეშ განთავსებულია ის ინსტრუმენტები რომელიც ღილაკის რედაქტირებისთვის დაგვჭირდება.

მარტივი ქმედებების განხორციელების შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ ღილაკის მთლიანი ფონი ან გამოვიყენოთ გრადიენტების სხვადასხვა პარამეტრები, იგივე ეხება ღილაკის ე.წ. სარტყელის ფერებსა და პარამეტრებს, შიდა და გარე ჩრდილებს, მის ზომებს, განლაგებას, სიმკვეთრეს და ა. შ.. ქვემოთ კი ტექსტის პარამეტრების შეცვლაა შესაძლებელი. ესენია ფერი, ზომა, ჩრდილი და სტილი..

მარტივი, მაგრამ სასარგებლო ინსტრუმენტები CSS ღილაკების შესაქმნელად


Простые, но полезные инструменты для создания CSS кнопокwebmasters.by – ძალიან მარტივი ინსტრუმენტი ლამაზი CSS ღილაკის შესაქმნელად საიტისათვის. აქ მარეგულირებელი ზოლების (მიქშერების) დახმარებით, ძალიან სწრაფად შეგიძლიათ შეცვალოთ ზომები, ფერს კი უბრალოდ ავირჩევთ. ერთი სიტყვით მარტივად ვაფორმებთ ღილაკს და ვქმნით მის გარეგნულ იერს არა მარტო მისი არააქტიური მდგომარეობისათვის, არამედ CSS ღილაკზე მაუსის ისრის ზემოდან დადების შემთხვევაშიც, ღილაკი შეიცვლის ფერებს, რომლის პარამეტრებსაც ასევე თქვენი სურვილით და გემოვნებით შეარჩევთ.  CSS კოდის მისაღებად უნდა დააწკაპოთ ღილაკზე.

css3.me – აქ კი მთლიანად სრულფასოვანი  CSS ღილაკი არ დაგხვდებათ, უბრალოდ ფონი იქნება ამ ღილაკისთვის. თუმცა აქაც ყველაფერი მარტივია, უბრალოდ საჭიროა ფონის ფერის, მომავალი ღილაკის სარტყლის სიგანის, ფერის ან გრადიენტების პარამეტრების მინიჭება.

buttonoptimizer.com – წინა სერვისებისაგან განსხვავებით, ეს სერვისი, საშუალებას იძლევა დავარეგულიროთ CSS ღილაკების შიდა კიდეები საიტზე და შესაძლებელია აგრეთვე თავად ღილაკში ჩავსვათ პატარა სურათი (ლოგო ან იარლიყი) წარწერასთან ერთად. აღსანიშნავია რომ, მოცემული სერვისი იძლევა არა მარტო  მზა CSS კოდს, არამედ შეგიძლიათ გადმოქაჩოთ ღილაკის მზა PNG ფაილი.

cssbuttongenerator.com – ამ საიტზეც იპოვით განსხვავებებს, ირჩევთ არა მარტო სარტყელი დაამატოთ CSS ღილაკს, არამედ შეცვალოთ მისი ფორმაც. ერთი სიტყვით, რეგულირდება პრაქტიკულად ყველა პარამეტრი: ფონის ფერი, კიდეები, ჩრდილი და ჩრდილის პოზიციონირებაც კი.

მოცემული სერვისების გარდა, არსებობს უამრავი სხვა ანალოგიური სერვისი. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან პარამეტრების  შეცვლის შესაძლებლობების რაოდენობით, ასევე რამდენად მოსახერხებელი და ადვილია მათი გაგება და გამოყენება. სტატიის მიზანია მოახდინოთ შემოთავაზებული სერვისების შედარება და აირჩიოთ შემდგომი გამოყენებისათვის, თქვენთვის ყველაზე  ოპტიმალური.