შესავალი


CSS  - Cascading Style Sheets (კასკადური სტილების ცხრილები) – შესანიშნავი ინსტრუმენტი სტილისტიკური და ჰარმონიული საიტების შესაქმნელად.
CSS-ის ცოდნა აუცილებელია აბსოლუტურად ყველა web-დიზაინერისათვის და web-მასტერისთვის, რადგან ამის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია თანამედროვე, სრულყოფილი საიტის შექმნა.
Однако, изучениеთუმცა. CSS-ის შესასწავლად, აუცილებელია HTML-ის ცოდნა. ამიტომ,  ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჯერ შეისწავლოთ «HTML-ის სახელმძღვანელო» და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდეთ ამ სასწავლო მასალას.
შესაძლებელია, თავად დასახელება «კასკადური სტილების ცხრილები» იწვევდეს, ძალიან რთული და ძნელად გასაგები ტექნიკური მასალის ათვისების ასოციაციას. თუმცა,გარწმუმებთ რომ: CSS-ის შესწავლა და მით უმეტეს მისი გამოყენება - უაღრესად შემოქმედებითი პროცესია, რომელიც სავსეა ექსპერიმენტებით, აღმოჩენებითა და მოულოდნელი შედეგებით! ამას თქვენ მიხვდებით მესამე-მეოთხე გაკვეთილის შემდეგ, შესწავლის შემდეგ კი, თვითონ შეძლებთ ასეთი საიტების შექმნას, რომლებიც თავადვე აღგაფრთოვანებთ!
გთავაზობთ შესასწავლად  და პირველი პრაქტიკისთვის გამოიყენოთ პროგრამა «ბლოკნოტი/Notepad». როგორც უკვე ვთქვით, HTML-ს სასწავლო სახელმძღვანელო –შეგძენთ კოდების წაკითხვის და გაგების უნარს და მოგცემთ შესალებლობას იმუშავოთ ამით ნებისმიერ სითუაციაში, მაშინ როცა სპეციალური პროგრამა შეგასწავლით თქვენ, მხოლოდ კოდების გამოყენებას, მაგრამ არა მათ ცოდმას და მათი მნიშვნელობების გაგებას. ნებისმიერი შეცდომა, რომლებიც ხშირად წარმოიქმნება პროგრამებში, დაგაყენებთ გადაულახავი პრობლემების წინაშე.
თუმცა, ძირითადი საფუძვლების შესწავლის და CSS-ის საბაზო ცოდნის მიღების შემდეგ, შეგიძლიათ აითვისოთ სპეციალური პროგრამებიც, რომელთა დახმარებითაც CSS-ში მუშაობას, უფრო სწრაფად და იოლად შეძლებთ.ასეთი უამრავი პროგრამა არსებობს, მაგრმ  ჩვენი აზრით , ამათგან ყველაზე სრულყოფილია: TopStylePro. ის შექმნილია პირველ რიგში სწორედ რომ, CSS-ისათვის, თუმცა მასში HTML კოდების ჩაწერაცაა შესაძლებელი. თუ არ გაქვთ ან პროგრამის პოვნის და გამოყენების შესაძლებლობა (პროგრამა ფასიანია), შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ პროგრამა Alleycode HTML Editor 2.21, რომელსაც იპოვით განყოფილებაში "Программы". ის აბსოლუტურად უფასოა, მაგრამ ძალიან მცირედით ჩამოუვარდება TopStylePro-ს. მასში შესაძლებელია როგორც HTML, ასევე CSS კოდების ჩაწერაც.
ბოლოს და ბოლოს, თქვენ საიტების შექმნა შეგიძლიათ პროგრამაში Adobe Dreamweaver, რომელიც უზრუნველყოფს მუშაობის საშუალებას ყველა აუცილებელ ენაში - HTML, CSS, PHP რომელსაც ძირითადად ყველა დამწყები ვებ-მასტერი იყენებს. ის ფუნქციონალური და მოსახერხებელია, თუმცა, უდავოდ გააჩნია ხარვეზებიც.
ამ ეტაპზე, არ არის საჭირო ანაზე ფიქრი. როცა სრულყოფილად აითვისებთ CSS-ს, შეგეძლებათ იმუშაოთ ნებისმიერ შესაფერის პროგრამაში, რომელს მიანიჭებთ უპირატესობას, ეს თქვენი პირადი გადასაწყვეტი იქნება. ამჟამად კი, ჩვენ გველოდება შესწავლის საინტერესო პროცესი, რომელიც სავსე იქნება სირთულეებით, გაუგეგრობებებით, ექსპერიმენტებით და აღმოჩენებით. ნუ შეშინდებით - ყველაფერს აითვისებთ. მიეცით თქვენს თავს საკმარისი დრო.
ასე რომ, გახსენით ბლოკნოტი და დავიწყოთ...